ორიექტის აღწერა

მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ სარატოვის ბავშვთა შემოქმედებითი ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტი.

აქ საბჭოთა მოდერნიზმთან გვქონდა საქმე. შენობის არქიტექტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე, ჩვენ მასზე კორტენის ფოლადის მეორე ფასადი დავამონტაჟეთ ისე, რომ შიდა ატრიუმიდან შესაძლებელი იყოს, დავინახოთ რა იყო მის ქვეშ.

შენობის მარჯვენა მხარეს არსებული თავისუფალი სივრცის გამოყენებით, ჩვენ შევქმენით პატარა შიდა ბაღი, რომელიც აქცენტს ქმნის ცენტრიდან დათვალიერებისას.  ასევე, ცენტრის ვიზიტორებისთვის, ბაღი მოქმედებს როგორც შიდა მინი პარკი და დასასვენებელი ადგილი.

იმისათვის, რომ შენობა ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, რესტორნის სახურავი, ისევე როგორც ცენტრის მეორე ფასადი, დამზადებულია ფურცლოვანი კორტენის ფოლადისაგან, რაც მთლიანი სტრუქტურის არქიტექტურას უფრო ინტეგრირებულს ხდის.

წყლის სანაპიროსკენ განთავსებული რესტორანი და პატარა ღია ამფითეატრი საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ და დატკბეთ შესანიშნავი ხედით ზუსტად ქალაქის ცენტრში.

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა



გააზიარეთ პროექტი

გააზიარეთ თქვენი საყვარელი პროექტები სოციალურ ქსელებში


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე